
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ სემინარს ,,Introduction to The World Bank’s Procurement, Investigations, Sanctions System, and Integrity Compliance Framework“ უმასპინძლა, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფმა (WBG) გამართა, რომელიც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა და სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა გახსნეს.
სემინარი განკუთვნილი იყო როგორც შესყიდვების პრაქტიკოსებისთვის, ასევე მსოფლიო ბანკის კონტრაქტორებისთვის/ბიზნესებისთვის, რომლებიც არიან მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ შესყიდვებში პოტენციური პრეტენდენტები.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა კომპანიების წარმომადგენლებისათვის იმ ინფორმაციისა და განმარტებების მიწოდება, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით, კომპანიებმა/ბიზნესმა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებულ შესყიდვებზე ტენდერში მონაწილეობისას.



