ICCA-მ HR კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გამართა

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით, ICCA-ს წევრი კომპანიების HR მენეჯერებისა და წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული HR კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა მიმოიხილეს ის გამოწვევები და სიახლეები, რაც პროფესიულ განათლებას უკავშირდება სამშენებლო მიმართულებით. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ მშენებლობის დარგობრივ რუკას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, უნარების სააგენტოს და ასოციაციის ჩართულობით მოდიფიცირდა. ამასთან, აქტიური განხილვის საგანი იყო დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ასოციაციის, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებლის როლი, ამ საკითხთან მიმართებაში. შეხვედრას კერძო სექტორის გარდა, ესწრებოდნენ GIZ-ის, განათლების სამინისტროსა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები.