
კომპანია „საფკო“ და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გიწვევთ ერთობლივ სემინარზე – გარემო და გარემოსდაცვითი რეგულირება საქართველოში.„საფკო“ დამოუკიდებელი ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია 15+ წლიანი საერთაშორისო გამოცდილების და სფეროს უმაღლესი სერტიფიცირების მქონე პერსონალით. „საფკო“ წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციის IOSH (Institution of Occupational Safety & Health) ლიცენზირებულ პროვაიდერს და პარტნიორებს სთავაზობს შრომის უსაფრთხოების მრავალფეროვან მომსახურებას, რათა მათ დააკმაყოფილონ სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, აამაღლონ უსაფრთხოების კულტურა საკუთარ კომპანიებში და მიაღწიონ საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას და აქტიურად მუშაობს სამშენებლო სექტორის განვითარებაზე. ასოციაცია აერთიანებს საქართველოს ბაზარზე მოქმედ სამშენებლო სამუშაოებისა და მასალების მწარმოებელ/დისტრიბუტორ, მძიმე ტექნიკის დისტრიბუტორ, ინსპექტირების/საექსპერტო საქმიანობის განმახორციელებელ, ფინანსურ, სადაზღვევო ინსიტუტსა და სხვა დაინტერესებულ კომპანიებს, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი, მხარი დაუჭირონ ასოციაციის საქმიანობას.სემინარი „გარემო და გარემოსდაცვითი რეგულირება საქართველოში“ ორიენტირებულია მსმენელს მიაწოდოს ინფორმაცია საქმიანობის მდგრადი მეთოდებით მართვის შესაძლებლობათა შესახებ და აამაღლოს მათი, როგორც საქმიანობის განმახორციელებელთა სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, მისცეს მათ შესაბამისი ცოდნა იმისათვის, რომ ბუნებრივი და სოციალური გარემოს რისკების სწორი მართვის გზით გახდნენ უფრო მეტად ეფექტური და კონკურენტული გრძელვადიან პერიოდში და შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მართვა.სემინარი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: პრეზენტაციის პირველი ნაწილი ერთ კონკრეტულ მაგალითზე დაყრდნობით განიხილავს საწარმოო ავარიის სავალალო შედეგებს და იმას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორების გარდა, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების მხედველობაში მიღება პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებზე. სემინარის ამ ნაწილში განხილული იქნება ბიზნესის კეთების არსებული და მდგრადი მოდელები. ვისაუბრებთ ეკოსისტემური სერვისების რაობასა და მათ მნიშვნელობაზე, ასევე, მდგრადი განვითარების პრინციპებსა და გარემოსთან დაკავშირებულ კონფლიქტებზე.სემინარის მეორე ნაწილი დაეთმობა საქართველოში უკანასკნელ წლებში ამოქმედებულ საკანონმდებლო მოთხოვნებს – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსსა და ნარჩენების მართვის კოდექსს, რომლებიც კომპანიებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. ამ კონტექსტში მსმენელი გაეცნობა იმ დოკუმენტებს, რომელთა მომზადება სავალდეულოა საქმიანობის განმახორიელებელთათვის. სემინარის მიზნები:მსმენელს შეუქმნას წარმოდგენა ბუნებრივი და სოციალური გარემოს სწორად მართვის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, გარემოსა და განვითარების ინტერესთა დაბალანსების შესაძლებლობათა შესახებ;მსმენელს შეუქმნას წარმოდგენა იმ სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ინსტიტუციური კონტექსტების შესახებ, რომლებშიც ბუნებრივი და სოციალური გარემოს მართვა ხორციელდება და რომელთა გათვალისწინების გარეშეც შეუძლებელია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა, როგორც ლოკალურ, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;მოახდინოს მსმენელთა მიერ ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა და მდგრადი გამოყენების პრინციპების გააზრება და გაზიარება;ჩამოუყალიბოს ცნობიერება ეკოსისტემური სერვისების შესახებ და განუვითაროს ამ სერვისების მიმართ ღირებულებითი დამოკიდებულება;გააცნოს განვითარების პროექტების გარემოსდაცვითი და სოციალური ღირებულების ეკონომიკურ ფასში ასახვის საშუალებები;მსმენელს შეუქმნას ცოდნა საქართველოში მოქმედი გარემოსდაცვითი შეფასებისა და ნარჩენების მართვის კოდექსების მოთხოვნათა შესახებ;ჩამოუყალიბოს ბუნებრივი და სოციალური გარემოსადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება.სემინარის შედეგები:სემინარის დასრულების შემდეგ მსმენელს შეექმნება წარმოდგენა გარემოს მართვის მდგრადი მეთოდების შესახებ;მსმენელი შეძლებს დაგეგმოს და განახორციელოს პროექტები გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში;სემინარი დაეხმარება მსმენელს პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და მართვის ეტაპებზე მოახდინოს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი
და სოციალური თემების იდენტიფიცირება და სწორად მართვა;მსმენელი უკეთესად შეძლებს განვითარების პროექტების რეალური ღირებულების დათვლას;სემინარის დასრულების შემდეგ მსმენელს ექნება ცოდნა, ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოში ახლად ამოქმედებული მარეგულირებელი ჩარჩოს შესახებ;მსმენელი შეძლებს საქმიანობა დაგეგმოს და განახორციელოს საკანონმდებლო მოთხოვნათა შესაბამისად;სემინარი დაეხმარება მსმენელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის ეტაპზე წარმატებით განვლოს მშენებლობის ნებართვის მოპოვების სხვადასხვა ეტაპი, გაიაზროს პასუხისმგებლობები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით.სემინარი საინტერესო იქნება კერძო სექტორის საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, რომელთა პასუხისმგებლობებში შედის კომპანიის საქმიანობის გარემოსდაცვითი და სოციალური კომპონენტების მართვა; ასევე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, რამდენადაც კურსი არ მოითხოვს კონკრეტულ ცოდნას ამ მიმართულებით.მონაწილეებს გადაეცემათ სემინარის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 20 თებერვლისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScQHQTnWejfW3l7-7IZi32KuA99k3PSYmqxEUsXx_cmZMAHJA/viewform
დრო: 22 თებერვალი, 2020 წ. 10:30 – 17:30 (სულ 6 საკონტაქტო საათი).
ადგილი: ლუბლიანას ქუჩა 13ბ, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზი
სემინარის საფასური: კურსის ღირებულებაა 140 ლარი; „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.ტრენერი: ლიკა კვიწინაშვილისპეციალობაგარემოსდაცვითი მართვის მაგისტრი; კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მაგისტრიტრენერს აქვს სოციალური, გარემოსდაცვითი და მიწის საკითხების და მასთან დაკავშირებული კონფლიქტების მართვის, ასევე გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და მართვის გეგმების დოკუმენტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ტრენერი იცნობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისა და მსოფლიო ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებს და აქვს ამ სტანდარტების შესაბამისად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.