ევროკოდების ადაპტაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროექტის სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა

2 დეკემბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში ევროკოდების ადაპტაციის მხარდაჭერასთან დაკავშირებული პროექტის სამუშაო ჯგუფის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ჩართულ პირებს წარედგინათ სასწავლო კურსის საგამოცდო შედეგები, შეჯამდა კურსის შედეგები და დაიგეგმა შემდგომი ნაბიჯები საპილოტე კომპონენტის განხორციელებასთან დაკავშირებით. სამუშაო ჯგუფში შედიან ევროკოდების რეფორმის განხორციელებაში ჩართული და დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლები, ასევე, იმ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის პროგრამას და ასოციაციის წევრი კომპანიები. პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.