
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც სამშენებლო ევროკოდების ადაპტაციის მხარდაჭერას გულისხმობს სასწავლო პროგრამების მეშვეობით, შემაჯამებელი პრეზენტაციები გაიმართა. პროგრამის მონაწილეებმა შესარჩევი კომისიის წინაშე წარმოადგინეს თემატური პრეზენტაციები, რომლის შემდეგაც შეირჩნენ ის მონაწილეები, რომლებიც პროექტის პარტნიორ უნივერსტეტსა და ასოციაციის წევრ კომპანიაში საპილოტე სწავლებას განახორციელებენ.
პროექტი მხარდაჭერილია USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ.