ევროკოდები – საინფორმაციო სემინარი თბილისში

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ, პროექტის ფარგლებში, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანია “ელემენტ ჰოლდინგი” და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა უჭერს მხარს, 8 ივლისს, ევროკოდების მიმართულებით, დასკვნითი საინფორმაციო სემინარი გამართა თბილისში.

სემინარებზე მოწვეულნი იყვნენ სამშენებლო სექტორის და ასევე, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და მას უძღვებოდნენ ექსპერტები: ირაკლი ურუშაძე და დავით გიგინეიშვილი.

ევოკოდების დანერგვის მნიშვნელოვან პროცესზე, სამშენებლო სექტორის თვალთახედვიდან, ისაუბრეს ასოციაცისი გამგეობის წევრი კომპანია “ინსის” გენერალურმა დირექტორმა ზვიად თოიძემ, ასოციაციის წევრი კომპანია “ელემენტ ჰოლდინგის” დამფუძნებელმა გიორგი ბერაძემ და ასოციაციის წევრი კომპანია “აპარტ ქონ”-ის გენერალურმა დირექტორმა მალხაზ ხოშტარიამ ისაუბრეს.

საინფორმაციო სემინარები ასევე, გაიმართა ქალაქებში – ზუგდიდი და ბათუმი.