
19 სექტემბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ ევროკოდებთან დაკავშირებული ორი პროექტის სასწავლო პროგრამების კურსდამთავრებულების შეხვედრას უმასპინძლა. აღნიშნული ღონისძიებით დაიხურა მორიგი პროექტი, რომელიც ევროკოდების შესახებ ცნობიერების ამაღლების სემინარებსა და ტრენინგებს მოიცავდა და რომლის მხარდამჭერებიც იყვნენ ასოციაციის წევრი კომპანია “ელემენტ ჰოლდინგი” და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა.
შეხვედრის ფარგლებში, პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ტრენერთა ტრენინგის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ევროკოდების შესახებ განხორციელებული პირველი პროექტიც USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.