ესტონურ-ქართული საგზაო-სამშენებლო ფორუმი

15 ოქტომბერს ასოციაციის ორგანიზებით, ქართულ-ესტონური საგზაო-სამშენებლო ფორუმი გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, ესტონეთის კონსული საქართველოში – იურგო ლო და ესტონეთის საგზაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – იანარ ტუკი.
ფორუმზე პრეზენტაციები წარმოადგინეს საქართველოს და ესტონეთის საავტომობილო გზების დეპარტამენტების, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ესტონური და ქართული კერძო კომპანიების წარმომადგენლებმა.
ფორუმის მიზანი გახლდათ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საგზაო უსაფრთხოების, ინოვაციური ტექნოლოგიების, საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურის რაციონალური მართვა/გაუმჯობესების, გზების მოვლა-შენახვის და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
ფორუმის გახსნამდე ესტონელმა სტუმრებმა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეხვედრა გამართეს, ასევე ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.