დუო აძლიერებს პროფესიული განათლების ხარისხს: გამოცდების მონიტორინგი ელექტროობის პროგრამებზე

მშენებლობისა და ინჟინერიის დარგობრივი უნარების ორგანიზაცია (დუო) აქტიურად აგრძელებს მუშაობას პროფესიული განათლების საკითხებში. მათ შორის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩართულობა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგამოცდო პროცესებში.

მიმდინარე წლის გაზაფხულზე, აპრილსა და მაისში, დუოს ორი წარმომადგენელი – ლილე შალიკიანი, სალომე დეკანოსიძე და ექსპერტი – დავით შაველაშვილი უწევდნენ მონიტორინგს კოლეჯებში კონსტრუქტ2, სსიპ კოლეჯი ,,მერმისი” და კოლეჯი “განთიადი”, ელექტროობის გამოცდის მიმდინარეობას, რომელიც განსაზღვრავდა შუალედურ შეფასებას.

აღნიშნული ინიციატივა პროექტის „პროფესიული განათლება საქართველოს ეკონომიკის მზარდ სექტორებში” მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით მიმდინარეობს და GIZ ახორციელებს.