ცხადდება მიღება პროგრამაზე არმატურისა და ბეტონის ნაკეთობის დამზადება

მნიშვნელოვანი სიახლე მათთვის, ვისთვისაც ღირებულია, შეიძინოს პროფესია, ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია  და დასაქმების რეალური შანსი სამშენებლო სექტორში:ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, რომლის წევრებიც წარმოადგენენ სამშენებლო სექტორის და მასთან დაკავშირებულ მოწინავე კომპანიებს და კოლეჯი „კონსტრუქტ2“ (“m² უძრავი ქონების” შვილობილი კომპანია) გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, აცხადებენ დაინტერესებული პირების მიღებას  არმატურისა და ბეტონის ნაკეთობის დამზადების მიმართულებით.
წარმატებული კურსდამთავრებულები დასაქმდებიან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებში.
სწავლების პერიოდი:
 ოქტომბერი – მარტი, 2020. პროგრამაზე სწავლა შერჩეულ კანდიდატებს უსასყიდლოდ შეეძლებათ. ადგილები შეზღუდულია. პროგრამაზე დაიშვებიან მხოლოდ გასაუბრების შედეგად შერჩეული კანდიდატები.
კოლეჯი “კონსტრუქტ2” აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით. “კონსტრუქტ2” მდებარეობს ქ. ზესტაფონში. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია კომფორტული საერთო საცხოვრებელი, სადაც შეძლებენ თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან ჩასული სტუდენტები სწავლის პერიოდში ცხოვრებას.  დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ამ ბმულზე.
განაცხადების მიღებების ბოლო ვადაა: 18 სექტემბერი, 11:00.