
16 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და ასოციაციის წევრი კომპანია BIM³ ორგანიზებით, Caucasus Build 2021-ის ფარგლებში, სემინარი “ციფრული რევოლუცია მშენებლობაში” გაიმართა. სემინარს სპიკერი ინჟინერ-მშენებელი ოთარ დავითაძე, კომპანია “ბიმ კუბის” თანადამფუძნებელი უძღვებოდა, რომელმაც აუდიტორიას გააცნო იმ სიახლეების შესახებ, რომელსაც BIM ტექნოლოგია დღეს სამშენებლო სექტორს სთავაზობს.
სემინარზე მოწვეულნი იყვნენ სამშენებლო და საპროეექტო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სამშენებლო მიმართულებით აკადემიური სექტორი და სტუდენტები. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.