
ICCA-ს მხარდაჭერით, ასოციაციის წევრები San Diego State University Georgia-ის, პროექტ CAPSTONE-ის პარტნიორები არიან.საგანმანათლებლო პროექტს შემდეგი წევრი კომპანიები INSI Construction & Building Co., Domson’s Engineering & Construction, Basalt Fibers, LLC ARALI, CIC Group და EMG უჭერენ მხარს. აღნიშნული კომპანიები სამოქალაქო სამშენებლო მიმართულებით სადიპლომო პროექტების განხორციელების პროცესში გაუწევენ მხარდაჭერას სტუდენტებს. სდსუ საქართველოს 2021 წელს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება ამ მიმართულებით. „ქეფსთოუნ“ პროექტების მიზანია, უზრუნველყოს კოლაბორაცია და გამოცდილების გაცვლა სტუდენტებსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის, რაც სტუდენტებს უკეთ მოამზადებს სწავლის დასრულების შემდეგ კარიერისთვის. ასოციაცია წარმატებას უსურვებს პროექტში მონაწილე სტუდენტებს და სიამოვნებით აგრძელებს ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესებში, სამშენებლო სექტორის გასაძლიერებლად.