
ასოციაციის წევრი კომპანიები სამშენებლო სექტორის კვალიფიციური კადრებით გაძლიერებას სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის, პროფესიულ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობით თუ მათი განხორციელებით ასტიმულირებენ.ერთ-ერთი ასეთი წარმატებულ მაგალითი ასოციაციის გამგეობის წევრი კომპანია „ანაგის“ და კოლეჯ „ახალი ტალღის“ თანამშრომლობაა პროფესიული განათლების მიმართულებით.2018 წელს კოლეჯ „ახალ ტალღასა“ და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც, დაიწყო დუალური პროგრამის ,,შედუღება’’ განხორციელება. კომპანიის მიერ შეირჩა 9 პროფესიული სტუდენტი, რომლებიც პროგრამის თეორიულ ნაწილს გადიოდნენ კოლეჯში, ხოლო პრაქტიკულს – კომპანიის ბაზაზე, კერძოდ, სტადიონის სამშენებლო მოედანზე, სადაცსტუდენტები მონაწილეობდნენ სტადიონის სამშენებლო სამუშაოებში ,,შედუღების’’ მიმართულებით და შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას (დუალური პროგრამის ფარგლებში).GIZ-ის მხარდაჭერით, 2019 წელს ჩატარდა პროგრამის შუალედური, ხოლო 2020 წელს ფინალური გამოცდები. გამოცდა ჩატარდა კომპანია ,,ანაგის’’ ბაზაზე, პროფესიული სტუდენტები კი შეფასდნენ შესაბამისი კომისიის მიერ.აღნიშნული პროგრამა დაასრულა 9 პროფესიულმა სტუდენტმა, რომლებიც კომპანია „ანაგმა“ ,,შემდუღებლის’’ პოზიციაზე დაასაქმა.ამავე წელს, კოლეჯსა და კომპანიას შორის თანამშრომლობის კიდევ ერთ ფორმას ჩაეყარა საფუძველი, ეს არის ,,პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების’’ პროგრამა, რომელიც ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებით.2020 წლის საშემოდგომო მიღებისთვის კომპანიამ კვლავ შეარჩია 11 პროფესიულის სტუდენტი დუალური პროგრამის მიმართულებით ,,შედუღება’’.დღესდღეობით, კოლეჯ „ახალი ტალღის“ 45 კურსდამთავრებული სხვადასხვა მიმართულებით, პროგრამის დასრულების შემდეგ დასაქმდა კომპანია „ანაგში“.