
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ ბოლო ორი წლის მანძილზე გაწევრიანებული კომპანიების პრეზენტაცია გამართა.
ეს კომპანიები არიან: „ატლას კორპ ჯორჯია“, “ჯითისი ჯგუფი”, “CIC ჯგუფი”, „ციტადელი“, „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“, ქართული სამშენებლო მასალების კლასტერი (GCMC), “ბიმ კუბი”, “York Holding Group, „დიკა 2010“, „აისი კომპანი“, “როუდ ქონსთრაქშენი”.
ღონისძიება ორი ნაწილისაგან შედგებოდა, დღის პირველ ნაწილში, ვიდეო პრეზენტაციები და პანელური დისკუსია შედგა, ამასთან, საერთო კრების ფარგლებში, ასოციაციის წევრმა კომპანიებმა განიხილეს ინდუსტრიისათვის აქტუალური საკითხები და ჩამოყალიბდნენ ამ საკითხებთან მიმართებით პოზიციებზე, ხოლო მეორე ნაწილი განკუთვნილი იყო არაფორმალურ გარემოში საკომუნიკაციოდ.
გამართული ღონისძიების ოქროს სპონსორს კომპანია “ელიტ მოტორსი”, ხოლო ვერცხლის სპონსორებს “თიბისი”,”თიბისი ლიზინგი” და “Europcar” წარმოადგენდნენ. ღონისძიების ბრინჯაოს სპონსორი კომპანია “პოლარისი” გახლდათ.






















































