ახალი კვალიფიკაციების ვალიდაცია სამშენებლო მიმართულებით

12-13 ოქტომბერს, სამშენებლო მიმართულებით შექმნილი ახალი კვალიფიკაციების ვალიდაციის მიზნით შეხვედრები გაიმართა, რომლებზეც განიხილებოდა შემდეგი კვალიფიკაციები: „გათბობა, გაგრილება, კონდიცირება“და “მეყალიბე, მეარმატურე, მებეტონე”. აღნიშნულ პროცესში, ასოციაციამ წევრი კომპანიების თანამშრომელი შესაბამისი სფეროს პროფესიონალები შეარჩია და მოიწვია კვალიფიკაციების შესაფასებლად და რეკომენდაციების გასაცემად. განსახილველად გამოტანილი დოკუმენტები მომზადებულ იქნა შოთა ღორთლიშვილისა და ზურაბ მედულაშვილის მიერ – კომპანიიდან „ელემენტ ქონსთრაქშენი“.

განხილვას წინ უძღოდა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული ფოკუს ჯგუფები. პროცესის ინიციატორია GIZ, რომელიც პროფესიული უნარების სააგენტოსთან თანამშრომლობით და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით, ახორციელებს კვალიფიკაციების გადახედვისა და შემუშავების ახლადშექმნილი მეთოდოლოგიის პილოტირებას, სამშენებლო მიმართულებით.