ადამიანური რესურსების საკითხების მენეჯმენტის მოკლე კურსი

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გთავაზობთ ონლაინ ტრენინგს HR-ის მიმართულებით: ადამიანური რესურსების საკითხების მენეჯმენტის მოკლე კურსი.  ტრენინგი შეეხება ადამიანური რესურსების საკითხების მართვისთვის საჭირო თემებს, პატარა თუ დიდ ორგანიზაციებში, ტრენდებს, საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შედარებას, ადგილობრივ შრომის ბაზარზე არსებული რეალური ქეისებისა და მონაწილეთა კონკრეტული გამოწვევების განხილვას და შესაძლო გადაწყვეტილებების შეთავაზებას. ტრენინგის მიზანია ადამიანური რესურსების საკითხების ეფექტურად მართვისთვის საჭირო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, კონკრეტულ ინდუსტრიებში გამოწვევების შესაძლო გამკლავება, HR სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის თანამედროვე მიდგომებისა და პრაქტიკების გაზიარება, ადგილობრივ შრომის ბაზარზე HR-ის არასწორად ჩამოყალიბებულ როლზე ცნობიერების ამაღლება, HR-ის როლი დამსაქმებლის ბრენდინგში. ტრენინგი განკუთვნილია დამწყები და/ან მოქმედი HR-ებისთვის.  სილაბუსი შეხვედრა 1 (2 საათი) HR-ის რეალური როლი და მნიშვნელობაშერჩევა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები შეხვედრა 2 (2 საათი)შერჩევა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები შეხვედრა 3 (2 საათი)HR ადმინისტრირება შეხვედრა 4 (2 საათი)თანამშრომელთა მოტივაციაკომპენსაცია და ბენეფიტები შეხვედრა 5 (2 საათი) შეფასების სისტემის მნიშვნელობა და მისი მორგება ორგანიზაციაზე შეხვედრა 6 (2 საათი)ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომელთა მორგება კულტურაშითანამშრომელთა კეთილდღეობა შეხვედრა 7 (2 საათი)HR-ის როლი ორგანიზაციის განვითარებაში/ტრანსფორმაციაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და უპირატესობა მიენიჭება თითო კომპანიიდან პირველად დარეგისტრირებულ თითო თანამშრომელს. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 19 მარტისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.   ტრენერი: თეონა ბაღათურია, ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების კონსულტანტი. მისი ბიოგრაფიის გასაცნობად, შეგიძლიათ ეწვიოთ მის Linkedin-ის ბმულს.   თარიღი / დრო: 23, 25, 30 მარტი, 1, 6, 8, 13 აპრილი, 2021 (18:00-20:00). ტრენინგის გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი. ტრენინგის საფასური: 450 ლარი. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.