
8 და 9 ოქტომბერს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ (ICCA) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ (GIZ) უმასპინძლეს ღონისძიებას, რომლის მიზანი სამშენებლო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების და დუალური სწავლების ძირითადი ასპექტების შესახებ ბიზნესის ინფორმირება, და მეორე მხრივ, სამშენებლო ბიზნესის მხრიდან ინიციატივების და პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით გადადგმული ნაბიჯების მიმოხილვა იყო.ღონისძიება ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვით წარსდგა და შემდეგ ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა პროფესიული განათლების პროცესში ჩართულობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ასევე პროფესიული განათლების რეფორმის შესახებ ისაუბრა სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებელმა, თამარ სამხარაძემ.
კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობასა და თანამშრომლობის გზებზე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ექსპერტმა მარიკა ზაქარეიშვილმა ისაუბრა. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ წარმოადგინა ხედვა, თუ როგორ გეგმავს ორგანიზაცია, მედიატორის და პროცესში ჩართული აქტორის როლში, წარმართოს სამშენებლო პროფესიული პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობა.სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, რომელსაც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ასოციაციის წევრი 30-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, ასოციაციამ დააარსა განათლებისა და დასაქმების კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები შედიან. კომიტეტმა თავმჯდომარედ კომპანია „ჯი არ სი“ აირჩიეს.
სამუშაო ჯგუფებმა, ღონისძიების ფარგლებში, პრაქტიკაში შექმნეს მოკლევადიანი იმიტირებული სამშენებლო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და განიხილეს პროგრამების განხორციელების პროცესის ეტაპები.
შეხვედრა პროქტის „კერძო სექტორის ხელშეწყობა და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.