
მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის(RSMEDP) მხარდაჭერით ახორციელებს, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისაგან შემდგარი მენტორთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
სამომავლოდ, შერჩეულ პირებს მენტორინგს გაუწევენ ასოციაციის შემდეგი წევრი კომპანიების ტოპ-მენეჯერები: ინსი, ფერი, ელიტა ბურჯი, ანაგი, დაგი, ენერგონი, პრაიმ ბეტონი, არალი, დიკა 2010, ლიმ კონსტრაქშენი, ელემენტ კონსტრაქშენი, სამშენებლო ლაბორატორია, როუდ ქონსთრაქშენი.
შეხვედრას მოდერირებას უწევდა ნანა მიქაშავიძე, ასოციაციის მიერ პროგრამის ფარგლებში მოწვეული ექსპერტი, პროფესიონალი, მრავალწლიანი გამოცდილებით მენტორინგსა და ბიზნესსაკითხებში. ტრენინგს კონსულტირებას უწევდა ასევე პროგრამის ფარგლებში მოწვეული შვეიცარელი ექსპერტი, სამშენებლო ბიზნესში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე ტოპ მენეჯერი, ანტერპრენერი და ექსპერტი, გეორგ შმალცი.
აღნიშნული ღონისძიება გაიმართა „შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტის(RSMEDP) ხელშეწყობით. RSMEDP პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში დასაქმებისა და შემოსავლების გაზრდას, შვეიცარიის თანამშრომლობის, 2022-2025 წლების სამხრეთ კავკასიის რეგიონის პროგრამის შესაბამისად.


