ჰიდროდიაგნოსტიკა

შპს “ჰიდროდიაგნოსტიკა” არის ქართული საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურებას სამოქალაქო და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მიმართულებით
პროექტის ყველა ეტაპზე: წინასწარი კვლევები, დეტალური დიზაინი/დაპროექტება და სამშენებლო
ზედამხედველობა, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

კომპანია დაარსდა 2006 წელს ენერგეტიკისა და ენერგეტიკული ნაგებობების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე.

მისია
ჰიდროდიაგნოსტიკის მისიაა, ადამიანის უსაფრთხოებასა და გარემოს მდგრად განვითარებაზე
მუდმივი ზრუნვა. ის ქმნის და ინარჩუნებს გრძელვადიან სანდო ურთიერთობებს პარტნიორებთან,
კერძო და სახელმწიფო დამკვეთებთან და ორგანიზაციებთან, რაც აყალიბებს მას, როგორც წამყვან
ქართულ საინჟინრო კომპანიას. კომპანიის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს, მისი გამოცდილი
საერთაშორისო საინჟინრო საკონსულტაციო გუნდი, პროფესიონალი ადამიანური რესურსების
კაპიტალი და უმაღლესი ხარისხის მატერიალური ბაზა სპეციალიზებული ინსტრუმენტებით.
უმაღლესი ხარისხის შედეგების მისაღწევად, კომპანია აერთიანებს საინჟინრო სერვისების ყველა
კომპონენტს.

ხედვა
ჩვენი სურვილია, წვლილი შევიტანოთ საქართველოს განვითარებისკენ სწრაფვის პროცესში,
ამისათვის ვქმნით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისს, სანდო და ხარისხიან მომსახურებას.

ხარისხის გარანტია
სრულყოფილი სერვისების მიწოდებისა და პროექტების შესრულების დამატებითი
კონტროლისთვის 2018 წლიდან, შპს ჰიდროდიაგნოსტიკამ დანერგა და აქტიურად იყენებს,
ხარისხის მართვის სისტემას. SAI Global-ის მიერ მონიჭებული ISO 9001:2015 სტანდარტის
სერტიფიკატი მოიცავს სამოქალაქო, ენერგეტიკულ და გარემოსდაცვით ინჟინერიაში
საკონსულტაციო, კვლევით, პროექტირებისა და ზედამხედველობის სამუშაოებს.

საინჟინრო სერვისების ბენეფიციარები
შპს ჰიდროდიაგნოსტიკა უზრუნველყოფს საინჟინრო-საკონსულტაციო მომსახურებას, სხვადასხვა
საინჟინრო მიმართულებებით. კომპანიის მომსახურება მოიცავს პროექტის მიმდინარეობის ყველა
საფეხურს, როგორც ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას და დეტალურ პროექტირებას, ასევე
მშენებლობას, პროექტების განხორციელებასა და ზედამხედველობას.


კომპანიის საინჟინრო მომსახურების ობიექტებს წარმოადგენს:
• კაშხლები, წყალსაცავები და ჰიდროენერგეტიკული ნაგებობები;
• ელქტროსადგურები, განახლებადი და სუფთა ენერგიის წყაროები;
• მეწყერები და სხვა ბუნებრივი კატასტროფები;
• გზები, ხიდები, გვირაბები და რკინიგზა;
• სამთო მოპოვება და მიწისქვეშა ნაგებობები;
• კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ისტორიული შენობები და ცათამბჯენები.

საქმიანობის სფეროები
კომპანიის ფართო სპეციალიზაცია და ტექნიკური შესაძლებლობები მოიცავს ყველაზე
მნიშვნელოვან ასპექტებს, კომპლექსური საინჟინრო პროექტების ეფექტური მართვის, კვლევის,
დაგეგმვის, შესრულებისა და მონიტორინგისთვის.


კომპანიის საქმიანობის სფეროები მოიცავს:
• საინჟინრო მომსახურება და პროექტების მართვა;
• საინჟინრო, სამშენებლო, გარემოსდაცვითი და სამოქალაქო უსაფრთხოების შეფასება;
• საველე საინჟინრო ტექნიკური კვლევები;
• ტექნიკური და მათემატიკური მოდელირება;
• ინსტრუმენტული მონიტორინგი, ადრეული გაფრთხილების სისტემა და საგანგებო
სიტუაციების მართვა;
• გეოლოგიური, გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევა-ძიების სამუშაოები;
• ჰიდრო-მეტეოროლოგიური ქსელი და წყალმოვარდნის პროგნოზირება;
• ჰიდროლოგიური, ჰიდრავლიკური და ჰიდროგრაფიული შესწავლა;
• საინჟინრო ობიექტების ტექნიკური შეფასება;
• დისტანციური ზონდირებისა და ტოპო-გეოდეზიური კვლევები.

გუნდი
სპეციალიზებული საერთაშორისო საინჟინრო კომპანიები და ინსტრუმენტული მონიტორინგის
სისტემების მწარმოებლები – ჰიდროდიაგნოსტიკა არის, მსოფლიოს ლიდერი, ინსტრუმენტული
მონიტორინგის სისტემების მწარმოებლებისა და სპეციალიზებული საინჟინრო კომპანიების
ოფიციალური წარმომადგენელი რეგიონში.
გამოცდილება – ჰიდროდიაგნოსტიკის გუნდს, კონსულტანტებსა და პარტნიორებს აქვთ,
ხანგრძლივი და მრავალმხრივი გამოცდილება, ტექნიკური საინჟინრო გადაწყვეტილებების
მიღებასა და კომპლექსური გამოწვევების გადაჭრაში.