
კომპანია „ელსაიდი“ 2015 წლიდან აქტიურად ოპერირებს ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში და წარმატებით ახორციელებს საინჟინრო სისტემების (MEP) პროექტირებასა და მონტაჟს.
„ელსაიდის“ პორტფოლიო არაერთ პრესტიჟულ და წარმატებულ პროექტს მოიცავს რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გუნდის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას.
„ელსაიდის“ გუნდი აქტიურად ნერგავს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ხელს უწყობს სამშენებლო და საინჟინრო სექტორის მდგრად განვითარებას.
კომპანიის უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს პასუხისმგებლიანი ბიზნეს ოპერირება, რაც ხელს უწყობს ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებისათვის საუკეთესო მაგალითებისა და გამოცდილების გაზიარებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.