ეკობლოკი

“ეკობლოკი+1” თანამედროვე საწარმოა, რომელიც “აწარმოე საქართველოში”-ს მხარდაჭერით გასულ წელს გაიხსნა და აწარმოებს უმაღლესი ხარისხის პოლისტიროლბეტონის ბლოკს. ეს ინოვაციური პროდუქტი საქართველოში გერმანული კომპანიის BASF GMbH ტექნოლოგიით მზადდება და გამოირჩევა განსაკუთრებული თბოიზოლაციით, რაც ამცირებს დამატებითი დათბუნების ხარჯებს.

“ეკობლოკი+1”-ს უკვე მიღებული აქვს ხარისხის სერტიფიკატები და აქტიურად ეძებს სარეალიზაციო ბაზრებს. კომპანიის განსაკუთრებული ნიშა მდგომარეობს მისი პროდუქციის ეკოლოგიურად სუფთა შემადგენლობაში (პოლისტიროლი, პლასტიფიკატორი, ცემენტი და წყალი) და ისეთ დადებით თვისებებში, როგორიცაა წყლის აუთვისებლობა და ნესტისა/ობისადმი მდგრადობა.