
შპს „აპარტ ქონსტრაკშენი“ (აპარტ ქონი) ჯერ ახალგაზრდა კომპანიაა, დაფუძნებულია 2022 წელს, თუმცა დიდი გეგმები და ჯანსაღი ამბიციები აქვს.
კომპანიის მიზანია, აწარმოოს მომხმარებლის კომფორტზე ორიენტირებული, მათ სურვილებს და საჭიროებებს მორგებული, უმაღლესი ხარისხის მშენებლობა, ამასთანავე, ხელი შეუწყოს ძველი თბილისის ურბანულ განვითარებას და განახლებას.
ქართულ სამშენებლო ბაზარზე „აპარტ ქონსტრაკშენს“ გამოარჩევს ხარისხი, რომელიც იგრძნობა თითოეულ დეტალში, ნოვატორობა, რაც წარმატებული ბიზნესის საწინდარია, პასუხიმგებლობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია, მოიპოვო მომხმარებელთა ნდობა.
კომპანიის ფასეულობაც სწორედ ასეთია – შექმნას მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქტი და ეს სტანდარტი ქართულ ბაზარზე დაამკვიდროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა სამშენებლო ობიექტი კონსტრუქციული და სეისმური მდგრადობით გამოირჩევა.