
ICcompany წარმოადგენს კომპანია ICholding-ის ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან „ეკოჰაუსი“-ს სახელწოდებით პოზიციონირებს, როგორც №1 კომპანია ინდუსტრიულ მშენებლობის მიმართულებით. ICholding -ის საქმიანობა ინდუსტრიულ მშენებლობაში არსებულ ყველა მიმართულებას მოიცავს. ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში, როდესაც ერთი კომპანია აერთიანებს ინდუსტრიულ მშენებლობაში არსებულ ყველა სპექტრს.
კომპანია „ეკოჰაუსი“ დაფუძნდა ინდუსტრიულ მშენებლობაში, 20 წლიანი გამოცდილების მქონე მენეჯერების მიერ. 6 წლიანი მოღვაწეობის შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, მიაღწია განვითარების ახალ ეტაპს. სიახლეებისა და ცვლილებების თანხვედრამ კი განაპირობა კომპანიის რებრენდინგი.
ICcompany-ს ძირითად საქმიანობას ინდუსტრიული მშენებლობა და პროექტირება წარმოადგენს და მისი აქტივობა ამ დარგის სრულს სპექტრს მოიცავს. მის მიერ განხორციელებული პროექტები, დანიშნულების მიხედვით, მრავალფეროვანია: ღვინის ქარხნები, მშრალი საწყობები, ხილის გადამამუშავებელი ქარხნები, სამაცივრე მეურნეობები და დატა ცენტრები.
კომპანიის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამრეწველო ინდუსტრიის განვითარებას. შესთავაზოს დამკვეთებს მსოფლიო ინოვაციური პროდუქტები და სამრეწველო დანიშნულების ობიექტების მშენებლობით, წვლილი შეიტანოს სახელმწიფოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში.