
კომპანია “აი რენთ პლიუსი” დაფუძნდა 2023 წელს და დროის მცირე მონაკვეთში სამშენებლო ბაზრის ერთ-ერთ კონკურენტულ ფიგურად იქცა. საკმაოდ დიდი გამოცდილების და სწორი მენეჯმენტის საფუძველზე, კომპანიამ ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
კომპანია ,,აი რენთ პლიუსი’’ მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო სექტორში როგორც კარკასულ, ასევე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებული ინვენტარის გაქირავების სერვისს (სამშენებლო დგარი, ყვითელი კოჭი, ლამინირებული ფანერა, ფასადის ხარაჩო, ხარაჩო შიდა სამუშაოებისთვის, კოლონებისა და კედლების ყალიბები, და სხვა ელექტრო იარაღები).