
„ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, ასოციაციის წევრი კომპანიისთვის – „მინერალი“ აცხადებს მუხლუხა ექსკავატორის ოპერატორის ვაკანსიას. კომპანია „მინერალის“ მთავარი პროფილია მიწის სამუშაოები, ინერტული მასალების მოპოვება და აგრეგატებისა და საფუნდამენტე მასალების წარმოება. ბოლო წლების განმავლობაში „მინერალი“ აქტიურ მონაწილეობას იღებდა გზებისა და მაგისტრალების მშენებლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია გარდა, იმისა რომ აწოდებდა ინერტულ მასალას, ასევე ასრულებდა მიწის სამუშაოებს, ასფალტისა და ბეტონის საფარის დაგების სამუშაოებს. კომპანია ფლობს მაღალტექნოლოგიურ ქარხანას, რომელიც უზრუნველყოფს ქვიშისა და ხრეშის სასურველი ხარისხით უწყვეტ მიწოდებას. გარდა პროდუქციის წარმოებისა “მინერალი” მომხმარებელს სთავაზობს სატრანსპორტო მომსახურეობას, მიწის სამუშაოებს, გზის ფუნდამენტის მოწყობით და ტკეპნით სამუშაოებს, ბორდიურებისა და ქვაფენილების მოწყობით სამუშაოებს, საბეტონე სამუშაოებს; ასევე სამელიორაციო სამუშაოებს და სამშენებლო საქმიანობის მომსახურეობის სრულ პაკეტს, ობიექტის სრულ ექსპლუატაციაში გაშვებამდე.
დასაქმების ადგილი: გარდაბანი, სოფელი სააკაძის მიმდებარე ტერიტორია – კარიერი.
მუხლუხა ექსკავატორის ოპერატორისთვის სავალდებულოა:
5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მუხლუხა ექსკავატორის ოპერატორის პოზიციაზე;
შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა.
მუხლუხა ექსკავატორის ოპერატორისთვის საჭირო პიროვნული უნარები:
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ორგანიზებულობა;
დისციპლინურობა;
ტექნიკური უნარები:
სერვისზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება – კვალიფიკაციის მიხედვით;
თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]
არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 31 ოქტომბერი, 2020 წელი
გისურვებთ წარმატებებს!