
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია მორიგ ტრენინგ კურსს გთავაზობთ, ამჯერად, მშენებლობაში სანებართვო საკითხების მიმართულებით. კურსი, სახელად სამშენებლო სამართალი – სანებართვო საკითხები, მოიცავს სამშენებლო სამართლის ფუნდამენტური საკითხების გაცნობას. მსმენელები, ინტერაქტიული ლექციის მეშვეობით, გაეცნობიან სამშენებლო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებს, გაარკვევენ, რა ფუნდამენტურ საკითხებზე დგას მშენებლობის ნებართვის გაცემა, გაეცნობიან შენობა-ნაგებობის კლასებს და გაიგებენ, თითოეული მათგანისთვის რა სავალდებულო დოკუმენტაციის წარმოდგენაა საჭირო მშენებლობის ნებართვის მისაღებად. კურსის მიზანია, მსმენელმა გაიაზროს სამშენებლო სამართლის არსი, მისი ძირითადი ფუნქციები, რეგულირების სფერო; გაერკვეს იმ ძირითად დოკუმენტაციაში, რომლის წარმოდგენაც ესაჭიროება მას ნებისმიერი მშენებლობის განსახორციელებლად. ტრენინგის მონაწილეებს კურსის ბოლოს ეცოდინებათ, რა ძირითადი თავისებურებები და შეზღუდვები ახასიათებს დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას და როგორ უნდა დაგეგმოს და განახორციელოს სასურველი მშენებლობა. მეტი პრაქტიკული ცოდნის მისაღებად, მონაწილეები, კურსის განმავლობაში, ტრენერთან ერთად განიხილავენ მინი-კაზუსებს აღნიშნული თემის გარშემო.
ტრენინგ კურსს გაუძღვება გიორგი ჭიჭინაძე, ადვოკატი; სამშენებლო სამართლის კონსულტანტი საპროექტო და სამშენებლო კომპანიებში; სამშენებლო სამართლის დოქტორანტი. თარიღი/დრო: 17,19,23 თებერვალი, 2021. 3 შეხვედრა, 17:00 – 20:00. ტრენინგის გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი. საფასური: 250 ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 15 თებერვლისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით.