
დასრულდა სატრენინგო კურსი „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვალდებულებები და პირველადი დახმარება“, რომელიც ასოციაციის ორგანიზებით შედგა და განკუთვნილი იყო ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით მომუშავე ადამიანებისა და სხვა დაინტერესებული თანამშრომლებისთვის.2-დღიანი ტრენინგის თემატიკა იყო შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ვალდებულებები და დამსაქმებლისა და უსაფრთხოების სპეციალისტის ვალდებულებების, პასუხისმგებლობების გამიჯვნა და ასევე უშუალოდ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.ტრენინგ კურსს უძღვებოდნენ ტრენერები: ირაკლი არაბიძე – საჯარო მმართველობის დოქტორი შრომის უსაფრთხოებაში, შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია „სეიფთი ლაბ“-ის დამფუძნებელი; გიორგი ტატულაშვილი – კლინიკური უნარჩვევების ლექტორი და CME კურსის ტრენერი. ლიცენზირებული პარამედიკოსი. პირველადი დახმარების ცენტრის ინსტრუქტორი.