
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია, საკონსულტაციო და ტრენინგ კომპანია „ჰედვაისთან“ თანამშრომლობით, გთავაზობთ ტრენინგ კურსს სოციალური მედიის მართვაში.
12-საათიანი ტრენინგი აგებულია ყურადღების მოპოვების ციფრულ სტრატეგიებზე და ხერხებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს კომპანიას მაღალი კონკურენციის პირობებში დაიკავოს მომხმარებლის ფოკუსი უფრო დიდხანს და წაახალისოს გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
ტრენინგის მიზანია სოციალური მედიის პროცესების შესწავლა და მათი გამოყენება თანამედროვე რეალობაში; სოციალური პლატფორმებით სარგებლობა ბიზნესის წარმატების გასაზრდელად; ონლაინ სერვისებით/ინტერნეტით ყიდვისა და გაყიდვის პროცესების შესწავლა; მისი 20%-ს თეორიულ მასალას, 80% კი პრაქტიკულ სავარჯიშოებს ეთმობა. თეორიულ ნაწილში მონაწილეები მოისმენენ სოციალური მედიის სფეროში არსებულ თანამედროვე მიდგომებსა და შეხედულებებს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილში, სავარჯიშოების მეშვეობით, შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. ტრენინგის შინაარსი: რეკლამის განთავსების ადგილირეკლამის პოლიტიკაBusiness ManagerAds Manager-ის განხილვაSettingsBillingA/B ტესტირებაFacebook PixelCampaign ObjectivesReachTrafficEngagementმზა პლატფორმები დიზაინისთვისჩატბოტიმეილჩიმპიმკვლევარი საიტები და ანალიზი ტრენერებიგიორგი კენჭუაშვილი – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და კომპანია 4media-ს დამფუძნებელი, ინტერნეტ მარკეტინგის სპეციალისტი და პრაქტიკოსი. გიორგი მგელაძე – კომპანია 4media-ს დირექტორი მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 22 იანვრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით. თარიღი/დრო: 26,28 იანვარი, 2,3,9,10 თებერვალი, 2021. 6 შეხვედრა, 18:00 – 20:00. ტრენინგის გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი. ტრენინგის საფასური: 350 ლარი. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ „ჰედვაისისა“ და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ერთობლივი სერტიფიკატი.