13 ოქტომბერს, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის (ICCA) ორგანიზებითა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით, ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე იაპონური ბიზნეს-დელეგაციის წარმომადგენლებმა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით საკუთარი სერვისები, გამოცდილება და ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარმოადგინეს.
შეხვედრის მეორე ნაწილი B2B ფორმატის დისკუსიებს დაეთმო, სადაც ასოციაციის წევრმა კომპანიებმა და იაპონელმა სტუმრებმა თანამშრომლობის პერსპექტივები პირისპირ რეჟიმში განიხილეს.
მადლობას ვუხდით JICA-ს წარმომადგენლებს პარტნიორობისთვის, ხოლო ასოციაციის წევრ კომპანიებს – შეხვედრაში მონაწილეობისთვის.
















