პოლონეთ-საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო ფორუმი

30 ივნისს თბილისში პოლონეთ-საქართველოს ეკონომიკური და საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორები და პარტნიორები იყვნენ პოლონეთის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტო, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო, პოლონეთის საინჟინრო და საპროექტო კომპანიების ასოციაცია (ZOPI) და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია (ICCA).
ღონისძიებაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობისა და ინვესტიციების ხელშეწყობის შესაძლებლობები. მონაწილეებისთვის ასევე გაიმართა B2B და B2G ფორმატის შეხვედრები, რაც ახალი საქმიანი კავშირების დასამყარებლად უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა.
ფორუმის მიმდინარეობისას მოეწყო ორი პანელური დისკუსია. ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სამშენებლო სექტორის პანელზე, ასოციაციის სახელით ისაუბრა ICCA-ს გამგეობის თავმჯდომარემ, ზვიად თოიძემ. მან სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.