„საქართველოს ეკონომიკურმა ფორუმმა“ რიგით 30-ე დისკუსიას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემაც სამშენებლო-ინფრასტრუქტურული და სამშენებლო-დეველოპერული პროექტების ეკონომიკის განვითარებაზე გავლენა იყო.
სადისკუსიო პანელში, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის სახელით, მონაწილეობა მიიღო ICCA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს სექტორის მდგრადი და კონკურენტუნარიანი განვითარებისთვის აუცილებელი ორი ძირითადი ამოცანა, ხარისხის კონტროლი და სწრაფი ზრდა. მათ იმსჯელეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული ინვესტიციების მნიშვნელობაზე ეკონომიკის სტიმულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერების კუთხით. ამასთან ერთად, ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, კვალიფიციური კადრების როლსა და სტრატეგიული პროექტებისთვის ხელსაყრელი გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობაზე.








