
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია გთავაზობთ ტრენინგ კურსს „მიწოდების ჯაჭვი“, რომელიც სპეციალურად შემუშავდა შესყიდვებისა და ლოგისტიკის მიმართულებით მომუშავე ადამიანებისთვის. ინტერაქციული და კაზუსებით გაჯერებული 2-დღიანი ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
შესყიდვების დაგეგმვა, ბიუჯეტი;ბაზრის კვლევა;სხვადასხვა ინსტრუმენტები ლოგისტიკაში;იმპორტი;თავდაცვის მექანიზმები არარეზიდენტი კომპანიისგან შესყიდვისას;ლარის მიმართ სხვადასხვა ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების ზეგავლენის შერბილება.იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვარგოთ ტრენინგის შინაარსი მონაწილეთა ინტერესებს, თქვენ მიერ შევსებული ქვემომდებარე სარეგისტრაციო ფორმის ანალიზის შემდეგ, სილაბუსში შესაბამისად დაიგეგმება ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების განხილვის არეალი და სიღრმე.გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა ამ შევსებული ფორმით. ტრენერები:სოფიკო ბერიშვილი – შესყიდვების და შებასამისი ტრენინგების მრავალწლიანი გამოცდილებით. ელექტრონული შესყიდვების დანერგვის რეფორმის თანაავტორი და წლების მანძილზე დავების საბჭოს წევრი. შესყიდვების პროცესის სხვადასხვა ეტაპების მართვის მრავალფეროვანი გამოცდილებით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მის ლინკდინის ბმულს. თამარ უჯმაჯურიძე – მარაგებისა და ლოგისტიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა ეტაპების მართვის ფართო გამოცდილებით. ასევე, აღსანიშნია მისი გამოცდილება პროექტებისა და ხელშეკრულებების მართვაში. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მის ლინკდინის ბმულს. თამარ მაისურაძე – შესყიდვების პროცესის ნებისმიერი ეტაპის მართვის ხანგრძლივი გამოცდილებით. მათ შორის – იმპორტის მართვისა და მიმწოდებელთა ე.წ. „სკანირების“. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ მის ლინკდინის ბმულს. მონაწილეებს გადაეცემათ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
დრო: 21 და 28 ნოემბერი (სულ 2 შეხვედრა შაბათობით), 12:00.ტრენინგის გამართვის ადგილი: ონლაინ შეხვედრების პლატფორმა Zoom-ი. ტრენინგის საფასური: 340 ლარი. „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“ საკუთარ წევრებს დაუფარავს ტრენინგის სრულ ღირებულებას.