
Gulf Georgia ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი ნავთობკომპანიაა, რომელიც მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ევროპულ საწვავსა და საერთაშორისო დონის მომსახურებას სთავაზობს. 2010 წლის მარტიდან, ამ გლობალურ ბრენდს საქართველოში ოფიციალურად წარმოადგენს შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია”.
დღესდღეობით, კომპანია საქართველოს მასშტაბით 165 თანამედროვე ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს (მათგან 49 დედაქალაქში მდებარეობს). კომპანიის მიზანია, ქართველი ავტომფლობელებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს პრემიუმ კლასის ევროპული საწვავი, რომლის იმპორტსაც ევროპის საუკეთესო ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან ახორციელებს. ხარისხის კონტროლი უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს, ხოლო თითოეული სადგური აღჭურვილია დასავლურ სტანდარტებზე დაფუძნებული უახლესი ინოვაციური ტექნოლოგიებით.
ამასთანავე, „გალფი“ საქართველოში ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს წარმოადგენს. ამჟამად კომპანიაში 2300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
