
“Next Building Technologies” (NBT) ინოვაციური სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტიორი ქართული კომპანიაა, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. საქართველოს ბაზარზე 17 წლიანი ოპერირების მანძილზე NBT-ის მხარდაჭერითა და ჩართულობით საქართველოში მრავალი მასშტაბური პროექტი განხორციელდა შესაბამის ინდუსტრიებში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საუკეთესო პრაქტიკებისა და პასუხიმგებლიანი, გარემოსდაცვითი პრინციპების გათვალისწინებით.
კომპანია NBT-ი წლების მანძილზე, ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად უსაფრთხო, მაღალტექნოლოგიურ, სანდო პროდუქტებს და ინოვაციურ ინჟინრულ გადაწყვეტილებებს, რითაც ხელს უწყობს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას და საქართველოს მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
NBT მომხმარებლებს პროდუქტებსა და სერვისებს ოთხი ძირითადი მიმართულებით სთავაზობს. კომპანია ოთხივე მიმართულებით მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან თანაშმრომლობს და მათი ექსკლუზიური პარტნიორია:
- მყარი ზედაპირები და ფასადები (DuPont™ Corian® და TheSize Neolith®)
- გეოსინთეტიკა (HUESKER და DuPont™ Typar®)
- ჰიდროიზოლაცია (DuPont™ Tyvek®და SOPREMA)
- ხმის იზოლაცია (SOPREMA TECSOUND®)
