საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებსა და ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს, ირაკლი გიორგობიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სექტორში არსებული საჭიროებები და ქართული სამშენებლო კომპანიების მხარდაჭერის მექანიზმები განიხილეს. ასოციაციისთვის პრიორიტეტულია სახელმწიფოსთან უწყვეტი დიალოგი, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი და სამართლიანი ბიზნესგარემოს ფორმირებას, დარგის განვითარებასა და ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
მსგავსი ფორმატის შეხვედრები გადამწყვეტია სამშენებლო სექტორის გაძლიერებისთვის, ხარისხის სტანდარტების ამაღლებისა და ბიზნესის სტაბილური განვითარებისთვის საჭირო გარემოს შესაქმნელად








