ინფრასტრუქტურული დარგის გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები: მინისტრისა და ბიზნესის წარმომადგენლების დიალოგი

“ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ინიციატივით, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს, შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარ მიზანს სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის გაღრმავება, მიმდინარე გამოწვევების იდენტიფიცირება და სამომავლო გეგმების დასახვა წარმოადგენდა.
ასოციაციისთვის მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია სექტორის ინტერესების დასაცავად და იმ ბარიერების გადასალახად, რომელიც ხელს უშლის მშენებლობის პროცესების შეუფერხებელ მიმდინარეობას.