2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიება შედგა, რომლის პირველ ნაწილში გაიმართა შეხვედრა ინფრასტრუქტურის მინისტრსა და სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან, ხოლო, მეორე ნაწილი კი, დაეთმო ასოციაციის წევრთა საერთო კრებას.
ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა, მიმოიხილა და შეაჯამა განვლილი წელი, ისაუბრა დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე, ასევე, ასოციაციის მომავალი წლის გეგმებზე.
კრებაზე ხაზი გაესვა ასოციაციის გაფართოებასა და წევრთა ერთიანობის მნიშვნელობას. აღმასრულებელმა დირექტორმა ახალ წევრ კომპანიებს გაწევრიანება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში მათი აქტიური ჩართულობის იმედი გამოთქვა.
ასევე, წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით, ასოციაციის გამგეობის წევრად აირჩიეს ტესენ ჯგუფი. ტესენ ჯგუფი. ვულოცავთ გამგეობის ახალ წევრს ამ საპასუხისმგებლო პოზიციას და ვუსურვებთ წარმატებულ საქმიანობას ასოციაციის გაძლიერების გზაზე.
შეხვედრის ბოლო ნაწილში, განსაკუთრებული ადგილი დაეთმო „CDG სინდრომისა და აუტიზმის ფონდს“, რომლის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს CDG სინდრომისა და აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე, პაციენტთა და ბენეფიციართა სპეციფიკურ საჭიროებებსა და იმ მიმდინარე თუ დაგეგმილ ინიციატივებზე, რომლებსაც ფონდი ახორციელებს. ასოციაციის წევრებმა მზაობა გამოთქვეს მხარი დაუჭირონ ფონდს, თავისი საქმიანობის ფარგლებში.