კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამშენებლო ფორუმი

მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია კვლავ არის მესამე კავკასიისა და ცენტრალური აზიის სამშენებლო ფორუმის მხარდამჭერი, რომელიც გაიმართება 28–29 აპრილს, Armenia Marriott Hotel, ერევანი, სომხეთი.

ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს სამშენებლო სექტორში დინამიურ დისკუსიებსა და თანამშრომლობას. პანელური დისკუსიები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რეგიონალური გამოწვევები, საზღვარგარეთ თანამშრომლობა და მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარების მომავალი, რაც მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ღრმად გაეცნონ ინდუსტრიის ტენდენციებს და გამოცდილებას.

ღონისძიება მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, დაამყარონ აქტიური კომუნიკაცია ინდუსტრიის ლიდერებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, ინჟინრებთან, სამართლის ექსპერტებთან და სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებთან, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან. 

დაიკავეთ ადგილი დღესვე და გაიარეთ რეგისტრაცია: https://lnkd.in/d-UMsBWC

ადგილმდებარეობა: სასტუმრო Armenia Marriott Hotel Yerevan (მისამართი: ამირიანის ქ. 1, ერევანი, სომხეთი 0010)

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: [email protected] და [email protected]