
18 დეკემბერს, ასოციაციის მხარდაჭერით და წევრი კომპანია Nexia TA-ს ორგანიზებით, გაიმართა სემინარი თემაზენარჩენების მართვა (ინერტული/სახიფათო/საყოფაცხოვრებო/სამშენებლო) დამწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. ვინაიდან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების (მგვ) ფარგლებში, შემუშავებულია ტექნიკური რეგლამენტის პროექტები, რომელიც, თავის მხრივ, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უწესებს ახალ ვალდებულებებს, ხოლო კანონის ძალაში შესვლის ვალდებულება საქართველოს გააჩნია 2022 წლამდე, შესაბამისად, აღნიშნული თემატიკა მეტად აქტუალური და მნიშვნელოვანია.სემინარი მოიცავდა შემდეგ თემებს:
● ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნები დავალდებულებები საქართველოს კანონმდებლობის (ნარჩენების მართვისკოდექსი)შესაბამისად.
● საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა (სეპარირებული შეგროვება,რეციკლირება).
● სამშენებლო და ინერტული ნარჩენების მართვის თავისებურებები დასაუკეთესო გამოცდილება.
● სახიფათო ნარჩენების მართვა (ნავთობპროდუქტებით დაბინძურებულინარჩენები, ქიმიური ნივთიერებები, სამედიცინო და სპეციფიურინარჩენები).
● ნარჩენების მართვა სამშენებლო ობიექტებზე.
● მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება.სემინარს გაუძღვნენ მომხსენებლები: მარინა არაბიძე, გიორგიგულიაშვილი, ლაშა იაკობიძე.სემინარის დასრულების შემდეგ დამსწრეებს გადაეცათ დასწრების სერტიფიკატი.