
PwC საქართველო (შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“) არის წამყვანი კომპანია აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებების სფეროში, რომელიც 2005 წლიდან აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
მისია, რომელიც ფირმას ამოძრავებს, არის დახმარება მომხმარებლებისათვის რთული გამოწვევების გადაჭრაში და ნდობისა და ღირებულებების შექმნაში. ფირმა უზრუნველყოფს მსოფლიო დონის მომსახურებებს, რომელიც აერთიანებს მაღალ ინტელექტუალურ ბიზენს კონსულტაციებს და სტრატეგიებს, ნერგავს გლობალურ და რეგონალურ გამოცდილებებზე დაყრდნობით შემუშავებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებს.
თბილისის ოფისი ახორციელებს მომსახურებებს 150 მაღალკვალიფიციური ადგილობრივი სპეციალისტის მეშვეობით, რომლებიც სარგებლობენ PwC-ის გლობალური ქსელის (149 ქვეყანა, 370,000-ზე მეტი ექსპერტი) მხარდაჭერით.
PwC საქართველო ადგილობრივი და რეგიონალური ბაზრისთვის უზრუნველყოფს მომსახურებების სრულ სპექტრს, მათ შორის – აუდიტორულ და მარწმუნებელ, საგადასახადო, იურიდიულ და ბიზნეს საკონსულტაციო მხარდაჭერას, და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკური დოვლათის შექმნასა და ბიზნესის განვითარებაში. კომპანიის საქმიანობა ორიენტირებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვასა და საქართველოს ბაზარზე მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე.
