პრაქტიკული ტრენინგ კურსი “სახელმწიფო შესყიდვები”

1 ოქტომბერს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ორგანიზებით, პრაქტიკული ტრენინგ კურსის “სახელმწიფო შესყიდვები” პირველი სატრენინგო შეხვედრა ჩატარდა.

კურსს უძღვებიან შესყიდვების სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები: პეტრა ჯგუფის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ხერხეულიძე და შესყიდვების პლატფორმა Etenders.ge-ს მმართველი პარტნიორი, შესყიდვების საერთაშორისო ექსპერტი, ალექსანდრე ჩხიკვიშვილი.

ტრენინგის მიზანია, სამშენებლო სფეროში დასაქმებული სპეციალისტებს, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, გაუღრმაოს პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება.