ტრენინგი “სახელმწიფო შესყიდვები” 

სამშენებლო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობა ეძლევათ დაინტერესებულ პირებს: გათბობის, ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო სისტემების მომსახურების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება, წელს პირველად, კოლეჯი “გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი” -ის მიერ გამოცხადდა. აღნიშნული პროგრამა უნიკალურია, ვინაიდან ის განხორციელდება დუალური სწავლების მეთოდით, რაც გულისხმობს თეორიული კომპონენტის – კოლეჯში, ხოლო პრაქტიკული კომპონენტის უშუალოდ, პარტნიორი კომპანიის საწარმოში სწავლებას.

მშენებლობისა და ინჟინერიის დუო-ს (დარგობრივი უნარების ორგანიზაცია) აქტიური ჩართულობით, ჩამოყალიბდა პარტნიორობა კოლეჯსა და ორ კომპანიას შორის, რომლის საფუძველზეც, პროგრამაზე მიღებული სტუდენტები გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას კომპანიებში: თბილი სახლი და Modern European Solution

პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ – vet.emis.ge

ასევე, რესურსცენტრებსა და პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში, საქართველოს მასშტაბით.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 25 სექტემბრის ჩათვლით.