
ASP Group 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ამ დროის განმავლობაში, მძიმე და სამშენებლო ტექნიკის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კომპანია არის ჩინური მწარმოებლების – Lovol Heavy Industry Group Co., LTD-ისა და FOTON-ის ოფიციალური დილერი და იმპორტიორი საქართველოში.
კომპანია გამოირჩევა ფართო ქსელით. მას აქვს ორი სერვის ცენტრი თბილისსა და ფოთში, ასევე 4 შოურუმი, სადაც წარმოდგენილია როგორც საავტომობილო, ისე სამშენებლო და მძიმე ტექნიკა. ამას გარდა, ASP Group ფლობს მაღაზიათა ქსელს „ჰიდრავლიკის სახლი“, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 8 ფილიალი აქვს.
კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებას ადგილზე, რისთვისაც როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჰყავს მობილური ბრიგადები. ეს მომსახურება უზრუნველყოფილია გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით.
კომპანია ASP GROUP ასევე ფლობს ხარისხის მართვის, გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიკატებს:
• ISO 9001:2015 – ხარისხის მართვის სისტემა
• ISO 14001:2015 – გარემოსდაცვითი მართვის სისტემა
• ISO 45001:2018 – შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მართვის სისტემა