ჰაიდელბერგცემენტი

კომპანია “ჰაიდელბერგცემენტი” სამშენებლო მასალების წარმოების აღიარებული ლიდერია გლობალურ ბაზარზე.”ჰაიდელბერგცემენტი” საქართველოში 2006 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს წამყვან ბრენდს ცემენტის და ბეტონის ადგილობრივ ბაზარზეც. კომპანია ფლობს ცემენტის ქარხნებს კასპში (1) და რუსთავში (2), ასევე ცემენტის წისქვილს ფოთში და ცემენტის ტერმინალს სუფსაში.”ჰაიდელელბერგცემენტი” კლინკერის ერთადერთი მწარმოებელია საქართველოში.ბეტონის პირველი ქარხანა ქვეყანაში 2009 წელს ამოქმედდა.  ამჟამად ჰაიდელბერგცემენტი 14 ბეტონის ქარხანას ითვლის.ქვეყანაში მიმდინარე თითქმის ყველა მსხვილ სამშენებლო პროექტს სწორედ ჰაიდელბერგცემენტი ამარაგებს ცემენტით და ბეტონით. ჰაიდელბერგცემენტმა 200 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში, რაც, ძირითადად, ცემენტის არსებული ქარხნების მოდერნიზაციაზე და ბეტონისა და ინერტული მასალების საწარმოო ხაზის გაფართოებაზე იყო ორიენტირებული.კომპანიას საქართველოში 1200-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. დამატებითი ინფორმაცია