დუალური სწავლება
პროფესიულ განათლებას გრძელვადიანი სადიპლომო სწავლების 2 ფორმა გააჩნია:
მოდულური
როდესაც სწავლების ძირითადი ნაწილი ტარდება საგანმანათლებლო დაწესებულებაში
დუალური
როდესაც სწავლების ნახევარი ან მეტი მიმდინარეობს კოლეჯის პარტნიორ კომპანიაში
ამგვარი მეთოდი ძირითადად გრძელვადიანი პროგრამების შემთხვევაში გამოიყენება.
დუალური მიდგომით განხორციელებული პროგრამა ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება (კოლეჯი) და კომპანია ინაწილებენ პასუხისმგებლობას სტუდენტის მომზადებაზე და პროგრამის პროფესიული მოდულების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში – კომპანიაში. ამ გზით, სტუდენტი ორ ადგილას სწავლობს: პროფესიულ სასწავლებელში ის მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ თეორიულ მასალას შეისწავლის, ხოლო საწარმოში ან კომპანიაში პრაქტიკულად ეუფლება მას. შესაბამისად, რეალურ სამუშაო გარემოში იღებს გამოცდილებას, რაც ეხმარება, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადოს. ამავდროულად, საქმის წარმატებით შესრულების შემთხვევაში, აქვს შესაძლებლობა, გახდეს კომპანიის თანამშრომელი.
კომპანიის სარგებელი დუალურ პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში
- კომპანია აკვირდება პოტენციური დასაქმებულების შესაძლებლობებს და თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ ვის დაიტოვებს სამუშაო ადგილას;
- სტუდენტი, რომელიც დუალური პროგრამის ფარგლებში სწავლობს კომპანიაში, მომავალში შესაძლოა განიხილებოდეს როგორც კვალიფიციური კადრი;
- საქმიანობის/სწავლების განმავლობაში სტუდენტს/შეგირდს შეუძლია პროდუქტიული წვლილის შეტანა კომპანიის სამუშაო პროცესში.