არაფორმალური განათლების აღიარება

არაფორმალური განათლების აღიარება

ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენენ გარკვეულ ცოდნასა და უნარებს. პიროვნული თუ პროფესიული განვითარების პროცესი არ უკავშირდება ყოველთვის რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას (სკოლა, უნივერსიტეტი, კოლეჯი, ტრენინგ ცენტრი და სხვა).

არაფორმალური საგანმანათლებლო პროცესი შესაძლებელია, ხორციელდებოდეს ნებისმიერ სექტორში, ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, ასაკის მიუხედავად. შესაბამისად, ფორმალურ განათლებასთან ერთად, არაფორმალურ განათლებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ადამიანების პოტენციალისა და რესურსის განვითარების პროცესში.

რატომ უნდა მოახდინოს ადამიანმა არაფორმალური განათლების აღიარება?

ეს მას საშუალებას აძლევს დაადასტუროს არაფორმალურად მიღებული ცოდნა, მიიღოს აღიარებული დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც გაზრდის დასაქმების/კარიერული ზრდის შანსს.

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება

თუ დაწესებულება დააკმაყოფილებს არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს

ორგანიზაცია

თუ ორგანიზაცია დააკმაყოფილებს არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს

დამატებითი ინფორმაციისთვის

vet.ge