
სს ენერგონი 1956 წლიდან დღემდე უწყვეტად ემსახურება საქართველოს ენერგო ინფრასტრუქტურას, უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ლიდერი კომპანიის სტატუსს იკავებს ამიერკავკასიის ენერგო ბაზარზე.
ენერგონი წარმოადგენს ჰოლდინგური ტიპის კომპანიას, ფლობს მრავალპროფილურ შვილობილ კომპანიებს და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:
• მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა/რეაბილიტაცია
• ქვესადგურების მშენებლობა/რეაბილიტაცია
• ჰიდრო და თბო ელექტროსადგურების მშენებლობა/რეაბილიტაცია
• მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა
კომპანიაში 1956 წლიდან ფუნქციონირებს ელექტრო მექანიკური, საზეინკლო მექანიკური და ჰიდრო დანადგარების სარემონტო საამქრო და საჩარხო პარკი. ისინი განლაგებულია 1 ჰა-მდე ფართობზე და აღჭურვილია 50-მდე უმსხვილესი, იშვიათი სახეობის ჩარხებით და დაზგა-დანადგარებით. ენერგონს საკუთრებაში აქვს 300-მდე სპეც. ტექნიკით და მსუბუქი ავტომობილით შემდგარი ავტოპარკი და საკუთარი რესურსით და მანქანა-მექანიზმებით ახორციელებს მსხვილი ენერგოინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებს.