
„სამშენებლო ლაბორატორია“ დაფუძნდა 2012 წელს. კომპანიას დღემდე ასობით პროექტი აქვს განხორციელებული, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: გზების მშენებლობა/რეაბილიტაცია, ხიდების რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა, ასფალტო-ბეტონის სამუშაოები, სამშენებლო-სარემონტო, სარეაბილიტაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ასევე, ლითონის კონსტრუქციების, სენდვიჩ-პანელების მონტაჟი, საიზოლაციო და სავენტილაციო სამუშაოები. ,,სამშენებლო ლაბორატორია’’ წარმატებით ახორციელებს ბეტონის იატაკების მოწყობის, სარემონტო-სარეკონსტრუქციო, ქვით მოპირკეთების, ქარხნების მშენებლობის და ქვაფენილის მოწყობის სამუშაოებს. შესრულებული პროექტებიდან აღსანიშნავია სასტუმრო ,,შერატონში“ ორდონიანი საპარკინგე ტერიტორიის მოწყობა, სასტუმრო “Radisson Collection”-ში გარე ინფრასტრუქტურის მოწყობა, სასტუმრო ,,ყვარლის ტბის“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (GIZ) სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ვაკის პარკის შადრევნების მოპირკეთება, ხულოს რაიონში ჰესის ხიდის და მთავარი მაგისტრალის ასფალტო-ბეტონის სამუშაოები, ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია, რიყის პარკის ქვაფენილის დაგება და ქვის მოედნის მშენებლობა.მრავალპროფილური სამშენებლო კომპანია „სამშენებლო ლაბორატორია“ აქტიურად თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო დამკვეთებთან.