ოლ-პი ჯგუფი

კომპანია “ოლ-პი ჯგუფი” დაარსდა 2007 წელს. ამ დროიდან მის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები. 2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და შემკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს. ოპტიმალური ხარისხისა და ფასის მისაღწევად კომპანია თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოურ მწარმოებლებთან, როგორებიც არიან: ჰაიდელბერგ ბეტონი; Koster (ჰიდროსაიზოლაციო მასალები); Romex (პოლიმერული მასალები); Gerflor (ელასიური საფარები); Tecsom (რბილი საფარები); Oscar (მსუბუქი სამშენებლო ტექნიკა).
პროფესიონალიზმი,გამოცდილება და საქმისადმი ინოვაციური მიდგომა წარმოადგენს “ოლ-პი ჯგუფი”-ს წარმატების საწინდარს.

დამატებითი ინფორმაცია