
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას ახალი წევრი “ჯეოინვესტი” შემოუერთდა. კომპანია 2012 წელს დაარსდა.
მის ძირითად საქმიანობას სამშენებლო და საგზაო სპეც. ტექნიკით მომსახურება წარმოადგენს.თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და მაღალკვალიფიციური სერტიფიცირებული პერსონალი უზრუნველყოფს ნებისმიერი სირთულის და მოცულობის სამუშაოების შესრულებას. “ჯეოინვესტის” გუნდი, დამკვეთთან კოორდინირებულად, აქტიურ მონაწილეობას იღებს პროექტის განხილვის პროცესში მისი განვითარების თითოეულ ეტაპზე.